კადრების განყოფილების უფროსი
26-10-2026 - 26-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

 

კადრების განყოფილების უფროსი  

შპს მისო ბერმელი / Bermeli აცხადებს ვაკანსიას კადრების განყოფილების უფროსის პოზიციაზე  ქ.  ბათუმში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან ადამიანური რესურსების მართვის/მენეჯმენტის კუთხით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია);
  • გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა (სასურველია);
  • SELF.GE -ზე მუშაობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • თავაზიანობა;
  • სიზუსტე;
  • სისწრაფე;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სანდოობა;
  • გუნდური მუშაობა;
  • კომპანიის შინაგანაწესის დაცვა;
  • სწრაფად სწავლისა და განვითარების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

  • კადრების მოზიდვა,შერჩევა,მიღება,დამაგრება.
  • კადრებთან მუშაობა,უფლება-მოვალეობებსა და პასუხისმგებლობაზე,პირობებსა და გარემოებებზე;
  • ტაბელის მართვა (აწარმოებს მონიტორინგის სამსახური  SELF.GE)-ზე ;
  • ბრძანებების მომზადება;
  • განკარგულებების და დადგენილებების მომზადება განყოფილებების და დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად;
  • კომპანიის და რეგიონების კრებების ორგანიზება (კრების ოქმების მომზადების  ორგანიზება);

სამეთვალყურეო საბჭოს,დირექტორთა საბჭოს და პარტნიორთა კრებებისა და სხდომების ჩატარების ორგანიზება (კრებების და სხდომების ოქმების მომზადების  ორგანიზება);

  • კომპანიის დოკუმენტაციის ელექტრონული და მატერიალური აკინძვისა და არქივიზაციის ორგანიზება.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათაინი სამუშაო კვირა.

 ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად : მინიმალური ხელფასი 3125 ლ (GROSS). 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ტრენინგებს;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კორპორაციულ ნომერს;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ  თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bermeli.ge  

ეწვიეთ ვებ-გვერდს პორტალზე http://www.bermeli.ge, ან პირდაპირ შეავსეთ განაცხადი მითითებულ ბმულზე: https://bermeli.ge/ka/vacancy  და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთეთ თქვენი რეზიუმე/CV.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ან დაგვიკავშირდით +995 577 26 12 12.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!