ვაკანსია: საოპერაციო რისკების მენეჯერი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“ აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო რისკების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი (სათაო ოფისი)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ინციდენტების მართვაში მონაწილეობის მიღება: ინციდენტის იდენტიფიკაცია, გამომწვევი მიზეზების შესწავლა და ბიზნესთან შეთანხმებული მაკორექტირებელი ქმედებების მონიტორინგი;
- რისკის ძირითადი ინდიკატორების) მართვა: არსებული რისკების ყოველთვიური რეპორტინგის მომზადება და ახალი მატერიალური რისკის გამოვლენის შემთხვევაში ახალი ინდიკატორების შემუშავებაში მონაწილეობა;
- არსებულ პროცესებში საოპერაციო რისკების იდენტიფიკაცია, შეფასება, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და ჩართული მხარეების ინფორმირება;
- ახალი პროცესების შემუშავებისას რისკების იდენტიფიცირება, შეფასება, რეკომენდაციების გაცემა და ჩართული მხარეების ინფორმირება;
- პროცესის დანერგვის ან ცვლილების დროს შესაბამისი დეპარტამენტების მხარდაჭერა, საოპერაციო რისკის იდენტიფიკაციასა და მისი შემცირების/მიტიგაციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციებისა და ვალიდაციების მიცემა;
- პროექტების მართვის სისტემაში რისკების შეფასების ფორმისა და დასკვნის მომზადება, ასევე შესაბამისი ვალიდაციის გაცემა;
- აუთსორსინგის რისკის შეფასებასა და მართვაში ჩართულობა, არსებული მესამე მხარეების პერიოდული რისკების შეფასების წარმოება და ორგანიზაციის კრიტიკული ვენდორების სიის გადახედვა/განახლება საჭიროების შემთხვევაში;
- მომხმარებელთა წვდომების მართვა/განვითარება და საჭიროების შემთხვევაში ახალი როლებისა და უფლებების დამატება;
- რეპორტებისა და ინციდენტების ანალიტიკის მოკვლევა, დამუშავება და წარდგენა მენეჯმენტთან;
- საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სხვა ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში;
- საფინანსო სექტორში (ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია) საოპერაციო რისკების მართვის, შიდა აუდიტის ან შესაბამისობის (Compliance) მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს ეროვნული ბანკის (NBG) მიერ დადგენილი საოპერაციო და აუთსორსინგის რისკების მართვის რეგულაციების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel-ის) მაღალ დონეზე ფლობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს