შპს მისო ბერმელი / Bermeli აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე ქუთაისსა და ბათუმში.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით;
- ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word" და " Microsoft Excel").
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
- ბიზნეს, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების დამუშავება/გაცემა;
- არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
- განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
- მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
- სესხის უზრუნველყოფის შეფასება;
- დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა, გადაწყვეტილების გაცნობა და სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
- მომხმარებლებთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
- გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი;
- მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების განხორციელების კონტროლი;
- ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და ჯანსაღი პორტფელის შენარჩუნება;
- საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა;
- საკრედიტო საქმიანობის დამოუკიდებელი მუდმივი ანალიზი.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- გამართული მეტყველება;
- კომუნიკაბელურობა;
- ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
- ენერგიულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშაო კვირა.
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კომპეტენციასა და სამუშაო გამოცდილებაზე
დამატებით სამი სახის საბონუსე სისტემა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ტრენინგებს;
- კორპორაციულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;