ბუღალტერი
27-08-2026 - 28-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბერმელი" აცხადებს ვაკანსიას

პოზიცია: ბუღალტერი
დეპარტამენტი: ფინანსური დეპარტამენტი
სამუშაო ადგილი: ბათუმი

 

სამუშაო გამოცდილება და ძირითადი მოთხოვნები:

  • საბუღალტრო ან/და საფინანსო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭებათ საბანკო ან მიკროსაფინანსო სექტორში მუშაობის
  • გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
    სასურველია ALTA-ს პროგრამების (Loan Management System - LMS) და B6-ის ცოდნა;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • სასურველია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
  • MS Office-ის პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) კარგი ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

 

განათლება

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
  • პროფესიული სასერტიფიკატო პროგრამა (ACCA ან სხვა) ჩაითვლება უპირატესობად.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა და დამუშავება;
  • საბუღალტრო გატარებების წარმოება;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
  • საბანკო ოპერაციების შესრულება;
  • ოპერაციების პროგრამაში ასახვა;
  • ხელფასების დარიცხვაში მონაწილეობა;
  • ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა საბუღალტრო და ფინანსური დავალებების შესრულება.

 

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა და სიზუსტე;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინტენსიური სამუშაო დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ტრენინგებს;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

 

სამუშაო გრაფიკი:

  • ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
  • შაბათი: 09:20-14:20
  • 40-საათიანი სამუშაო კვირა
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!