მისო ბერმელი / Bermeli აცხადებს ვაკანსიას aml ოფიცრის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- შიდა პროცესების, პოლიტიკების, დოკუმენტების და პროდუქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებთან საკანონმდებლო საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა და აქტიური ურთიერთობა ნორმატიულ საკითხებთან მუდმივი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;
- საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების, მისი სიახლეებისა და ცვლილებების გაცნობა და განხორციელება, კომპანიის მუშაობაში დანერგვა;
- საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი ფიზიკური და იურიდიული პირის შესახებ ინფორმაციის დამუშავება, რისკის შეფასება;
- კომპანიის კლიენტის (მათ შორის ერთჯერადი გარიგების დამდები პირის) იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის სათანადოდ შესრულების კონტროლი;
- მომატებული რისკის კლიენტების მიმართ გასატარებელი შესაბამისი CDD/EDD ღონისძიებების გატარება;
- ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება/წარდგენა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენა.
- ხელშეკრულების დამოწმება ნოტარიუსთან;
- რეგისტრირებული იპოთეკების გაუქმება დადგენილი წესის შესაბამისად;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- სასურველია მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word" და " Microsoft Excel");
პიროვნული თვისებები:
- პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი;
- პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათაინი სამუშაო კვირა.
ანაზღაურება: 2500 ლარი
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ტრენინგებსა;
- კორპორაციულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;